რამდენად ხშირად დადიხართ მუზეუმში?



ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მუზეუმში




2016 წლის 22 მაისი- მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ 
იტალიური სკოლის მოსწავლეები









2016 წლის 18- 24 მაისის ჩათვლით მიხეილ ჯავახისვილის მემორიალურ ბინა მუზეუმში ფესტივალის ფარგლებში მიმდინარეობს ღონისძიებათა კვირეული.
   21 მაისი --- ღონისძიება გამართეს კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა  და პედაგოგმა მარინე ღუდუშაურმა















2016 წლის 27 მარტს 12 საათზე მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალურ ბინა-მუზეუმში ჩატარდა ღონისძიება ,, ის სალოცავი ჩვენია.“ თემა მოამზადა მუზეუმმა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის პედაგოგმა ნელი ნიკურაძემ.










      








ოქტომბერ-ნოემბერში მუზეუმში ჩატარდა ღონისძიებები , რომელიც გამართა თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგმა ნინო გვათუამ, ასევე 124-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა იზა გურგენიძემ.


      






   2015  წლის 18 – 24 მაისის ჩათვლით ფესტივალის ფარგლებში  მიხეილ  ჯავახიშვილის  მემორიალურ ბინა მუზეუმში  ჩატარდა  ღონისძიებათა კვირეული, რომელიც მიეძღვნა მწერლის საიუბილეო თარიღს.












   2015 წლის  8 აპრილს მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გაიმართა  ღონისძიება - თემაზე მიხეილ ჯავახიშვილი ყმაწვილთათვის.მონაწილეობა მიიღო კლასიკური გიმნაზიის პედაგოგმა ნანა ღონღაძემ. V2 კლასის მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია მიხეილ ჯავახიშვილის  ,,ჩვენი დროის ათი მცნების“თითოეული პუნქტის გათვალისწინებით.


2014  წლის ნოემბერში მუზეუმში გამოიფინა ახალი ექსპოზიცია მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკების ჩანაწერების მიხედვით.


   მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალურ ბინა-მუზეუმში  22-30 ნოემბრამდე  გაიმართა მწერლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა კვირეული. ჩატარდა  კონკურსი წერაში, საუკეთესო  ნამუშევრებისთვის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ წიგნებით.



























პავლე ინგოროყვას 120 წლის იუბილე


    2014 წლის 4 ივნისს  მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალურ ბინა-მუზეუმში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ქართველ მოღვაწეს -პავლე ინგოროყვას.
    2013 წელს აღინიშნებოდა პავლე ინგოროყვას დაბადებიდან  120 წლისთავი და ამ საიუბილეო თარიღს საზოგადოების მხრიდან არ მოჰყოლია ფართო გამოხმაურება.
   პროექტის ავტორი: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი – ნინო ბერაძე.
   პროექტის მონაწილეები: თკგ XI– 4 კლასის მოსწავლეები: კოტე გაფრინდაშვილი, გივი გელაძე, ნიკოლოზ მაისურაძე, ელენე ჯაფარიძე.
    ჩართული მხარეები: ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომლები: ნ. კუპრეიშვილი, რ. ჩხეიძე; ლ. წიქარიშვილი; *ლიტერატურის მუზეუმი – თ. თვალავაძე ;
   მიხეილ ჯავახიშვილის ბინა– მუზეუმი - ნუგზარ ერისთავი, ლელა სეხნიაშვილი.

Pპავლე ინგოროყვა და მიხეილ ჯავახიშვილი

 მოთხრობა ,,ტყის კაცი’’, რომლითაც იწყება მამას შემდგომი დროის ლიტერატურული მოღვაწეობა, ჟურნალ ,,კავკასიონში’’ გამოქვეყნდა, სადაც იმ დროს პავლე ინგოროყვა მუშაობდა. მამა ახლო მეგობრულ დამოკიდებულებაში იყო მასთან და დავალებულიც იყო მის წინაშე, რადგან პავლე ინგოროყვამ მის განთავისუფლებაში მონაწილეობა მიიღო. მე კარგად მახსოვს პავლეს მეუღლე ქეთევან ბაქრაძე _ კეთილშობილი და სათნო გარეგნობის ქალი. დედა და მამა საღამო ჟამს ხშირად დადიოდნენ მათთან სტუმრად, სადაც მწერლები იყრიდნენ თავს.
  როცა მამამ ,,ტყის კაცი’’ დაწერა, შეუთანხმდა პავლეს, რომ საღამო ხანს ის მამასთან შემოივლიდა და ისინი ახალ ნაწარმოებს ერთად წაიკითხავდნენ. დანიშნულ დღეს პავლეს ვერ მისულა და ამიტომ მამას ეს მოთხრობა თვითონ გაუგზავნია მისთვის, თან პატარა ბარათიც მიუწერია: ,,ძმაო პავლე! გელოდი, არ მოხვედი. მოთხრობას გიგზავნი. უფრო მეტი გამოვიდა, ვიდრე მეგონა. იმედია პირველ ნომერში დასტევ. მნახე. შენი მიხეილ ჯავახიშვილი’’.
  მამას წერილი მცირე ზომის ზოლიან ქაღალდზე, ფანქრით არის დაწერილი. წერილს თარიღი არ უზის. მამას წერილი და მოთხრობა ,,ტყის კაცის’’ ავტოგრაფი, ამჟამად პავლე ინგოროყვას პირად არქივში ინახება. მოთხრობის დაწერის თარიღი 1923 წლის 3-4-ში დაიბეჭდა. უნდა აღინიშნოს, რომ დაწერის თარიღად, შეცდომით 1924 დეკემბერია მითითებული.
  1970 წელს მაისში, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო’’-ში ინგოროყვა შემხვდა. საუბრის დროს მან მამა გაიხსენა და აი, რა მითხრა: ,,1923 წელს მე ჟურნალ ,,კავკასიონში’’ ვმუშაობდი. მიხეილის მოთხრობა ,,ტყის კაცი’’ მე დავბეჭდე. მისი ავტოგრაფი შენახული მაქვს არქივში. მოთხრობა დაწერილია სტრიქონგამოშვებით და ავტორის ხელით არის ჩასწორებული. ჟურნალში ამავე ვარიანტით დაიბეჭდა’’. მე პავლეს შევეკითხე, ხომ არაფერი იცოდა მამას გვარისა და ფსევდონიმის თაობაზე. ___ ,,1923 წელს, მე ვურჩიე მიხეილს სამწერლო ასპარეზზე მოღვაწეობა თავისი გვარით დაეწყო, ფსევდონიმის გარეშე. __ მითხრა ბ-მა პავლემ. მიხეილი, მწერლობაში მოვიდა პუბლიცისტიკიდან და პოლიტიკიდან. ჯავახიშვილის გვარი კი, ჩემი აზრით, ასე წარმოსდგა: ეს ჯავახიშვილები ჯავახეთიდან უნდა იყვნენ გადმოსულები. იმ დროს, როდესაც იქ მუსლიმანობა შემოვიდა, ბევრმა მიატოვა ეს ადგილები და კახეთისაკენ წავიდა. ახლადდასახლებული ხალხი იყო და გვარიც ჯავახეთისგან წარმოსდგება. მათ არაფერი აქვთ საერთო სხვა ჯავახიშვილებთან __ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა’’.