
ბერიამ გადაწყვიტა
დაენგრია ეს უზვირფასესი არქიტექტურული ძეგლი და მის ადგილზე ახალი შენობა აეშენებინა.
ამ ამბავმა აღაშფოთა საზოგადოება, მათ შორის
მიხეილიც. მიუხედავად იმისა რომ მიხეილი ერიდებოდა მასთან შეხვედრას, მაგრამ უმოქმედობაც არ შეიძლებოდა, მოელაპარაკა რამოდენიმე პიროვნებას, მათ შორის დიმიტრი შევარდნაძეს,
რათა მისულიყვნენ ბერიასთან და გამოეთქვათ თავიანთი აზრი ამ ფაქტთან დაკავშირებით,
საუბრის შემდეგ მიხეილი მიხვდა, რომ ძეგლი გადაარჩინა, მაგრამ ბერია ამას არ აპატიებდა.
ბერიასთვის მიხეილ ჯავახიშვილის შეხედულებები,
აზრები მიუღებელი იყო და საბაბს ეძებდა მის დასაპატიმრებლად.
