არიფიონს
v არიფიონს
მიზნად აქვს დასახული ხელი შეუწყოს თავის წევრთა შორის და ყველგან მხატვრულ მეტყველებისა და აზროვნების
კულტურას, ქართულ სიტყვისა და თქმის დაწმენდას
და ადამიანობის კულტურის განმტკიცებას.
ქართული კულტურა აღორძინების ხანაში შედის. ვითარდებიან
ჩვენი ერის შემოქმედებითი ძალები. იღვიძებს ლიტერატურა, მეცნიერება, ფილოსოფია, კრიტიკა,
მხატვრობა, ქანდაკება, მუსიკა და ეროვნული სკოლა.
არიფიონიც ამ ნიადაგზე მუშაობს თავის ძალ ღონის
მიხედვით ხელს შეუწყობს ამ საერთო სულიერ შემოქმედებას - ლიტერატურის, ხელოვნებისა
და აზროვნების განახლებას.