რამდენად ხშირად დადიხართ მუზეუმში?

პუბლიცისტური წერილები


მიხეილმა, თავისი მხატვრული და პუბლიცისტური ნაწარმოებებით, უმალ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. განათლებულმა ახალგაზრდამ, პირდაპირი და პრინციპული პოზიცია გამოამჟღავნა და საოცარი სითამამით ჩაება იმ დროის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. თავის წერილებში ის ზოგადსაკაცობრიო თემებსა და საკითხებსაც იხილავდა. თავიდანვე მასში იგრძნობოდა ის შემტევი პათოსი და მებრძოლი სული, რომელიც მის ბუნებას ახასიათებდა.

   სამწერლო ასპარეზზე გამოსვლის დღიდან, სიცოცხლის ბოლომდე,მიხეილი თავისი ხალხის ერთგული დარჩა, ცდილობდა, ეპოქას არ ჩამორჩენოდა და ყოფილიყო თავისი ხალხის გამომხატველი, ახალი ეპოქისა და ცხოვრების ამსახველი. ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდამ,თამამად გამოთქვა თავისი აზრი ლიტერატურასა და ხელოვნებაში ახალი თვალის, ახალი თემის, ახალი ადამიანის დასამკვიდრებლად.