მიხეილის
დედა, წარმოშობით ქართლელი ქალი, ელენე ბურნაძე იყო. გავიხსენოთ ბურნაძის გვარეულობის
ერთ-ერთი წარმომადგენელი, მიხეილის პაპა, ანდრო ბურნაძე. გარდა თავისი პირადი თვისებებისა, ეს
პიროვნება იმითაც არის საინტერესო, რომ მან წარუშლელი კვალი დატოვა შვილიშვილის ხსოვნაში, რომელმაც
მრავალი წლის შემდეგ მისი სახე თავის მხატვრულ
ნაწარმოებში უკვდავყო. “არსენა მარაბდელში“ იგი ცალთვალა დევის, ღვთისავარის
პროტოტიპი გახდა.
მიხეილის
მამა, საბა, წარმოშობით ქიზიყელი იყო, სოფელ ზემო-მაჩხაანიდან. პაპაჩემი ხომ ადამა იყო
და გვარად ადამაშვილი ავიღეთ. მე აღვადგინე და დავიბრუნე ჩვენი წინაპრების გვარი.