რამდენად ხშირად დადიხართ მუზეუმში?

ოჯახის ტრაგედია


      1899 წლის ახალი წლის წინა დღეები იყო (ამ დროს მიხეილის  ოჯახი უკვე სიონში ცხოვრობდა). მშობლებმა მიხეილს იტალიაში გაუგზავნეს საახალწლო საჩუქრებით კარგა მოზრდილი ამანათი: ტკბილეული, გოზინაყი, ხილი დადედის ხელით საგანგებოდ გამომცხვარი ნაზუქები და ქადები, რომელიც მათ ბიჭს ასე უყვარდა.

    ტრაგედია კი მოხდა მოულოდნელად საბას ოჯახში. საქმე ის იყო, რომ მიხეილის უმცროსი და სოფიო უყვარდა მეზობლად მცხოვრებ ახალგაზრდას.სოფიო კი არ თანაუგრძნობდა მის სიყვარულს. ვერაფერს რომ ვერ გახდა, იმ ვაჟმა გადაწყვიტა სოფიოს მოტაცება. 26 დეკემბერი ოჯახს  თავის მეგობართან ერთად. დედის საწოლ ოთახში შეიპარნენ და მძინერე დედა- შვილს თავს დაადგნენ. გაიმართა ბრძოლა, ქალები არ ნებდებოდნენ და მოძალადეებს სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. ქალები ვაჟკაცურად დაუხვდნენ  ავაზაკებს და თავს გააფთრებით იცავდნენ. ვაჟები მიხვდნენ, რომ მათი გეგმა ვერ სრულდებოდა და მეტი გზა აღარ რჩებოდათ, დედა-შვილი  ერთნმანეთს დააკლეს.
 იმ დღიდან კარგა ხანი იყო გასული, როცა ერთ დღეს მიხეილმა გაზეთიდან  შეიტყო თავის ოჯახში მომხდარი უბედურება, სადაც იტყობინებოდნენ სიონში მომხდარ ტრაგედიას . მიხეილს გაზეთი ხელიდან გაუვარდა და ერთ ადგილზე გაშეშდა. ეს იყო ბედის პირველი დარტყმა. ამის შედეგ მას ბევრჯერ გაიხსენებს მას ავი ბედი და არაერთ ტკივილს მიაყენებს. დამთავრდა ბედნიერი და უდარდელი ცხოვრება, რომელიც რომელიც ხანმოკლე აღმოჩნდა.