რამდენად ხშირად დადიხართ მუზეუმში?

აუდიო ვიზუალური ხელოვნება

    

        მიხეილ ჯავახიშვილს რამდენიმე სტატია აქვს გამოქვეყნებული სხვადასხვა მხატვრებზე და ეს სტატიები პროფესიულ დონეზეა დაწერილი. მიხეილ ჯავახიშვილი უდიდეს ყურადღებას უთმობდა თავისი ნაწარმოების გამოცემების გამოცემების მხატვრულ გაფორმებას.ორი კრებული: „ლამბალო და ყაშა“ და „პატარა დედაკაცი“ ლადო გუდიაშვილმა გააფორმა.განსაკუთრებულუ შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდა მწერალს ახალგაზრდა მხატვართან  სოსო გაბაშვილთან.მან გააფორმა „ჯაყოს ხიზნების“ მეორე,1926 წლის გამოცემა.

        მიხეილ ჯავახიშვილის დახვრეტის შემდეგ ნიკოლოზ სანიშვილის „ქალის ტვირთის“ პირველი აუდიოვიზუალური ნაწარმოები იყო,რომელიც მწერლის პროზის მიხედვით განხორციელდა.
  
    1964 წელს,ალმანახ „წარსულის ფურცლების“ ორი ნოველით კვლავ  უბრუნდება მიხეილ ჯავახიშვილის პროზას.ახალგაზრდა რეჟისორები ქართული პროზის აუდიოვიზუალური ინტერპრეტაციის თამამ ექსპერიმენტს იწყებდნენ,პროზის ახლებურად წაკითხვას.მიხეილ ჯავახიშვილის პატარა მოთხრობების,პატარა ადამიანების დიდი სევდისა და პრობლემების შემცვლელი ორი მოთხრობა,“მუსუსი“ და „ჯილდო“ ხდება ახალი თაობის ქართველი რეჟისორების საჯილდაო ქვა.
     
 ამთავითვე უნდა ითქვას,რომ მერაბ კოკოჩაშვილის სცენარში ყველა ეპიზოდი არ არის მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობების ზუსტი ანალოგი.
     
 მერაბ კოკოჩაშვილის „მიხა“პროზის ინტერპრეტაციის იმგვარ ნიმუშს მიეკუთნება,როდესაც მაღალმხატვრული პროზა სხვა დარგის ხელოვნებაში,კერძოდ კინემატოგრაფიაში ტრანსფორმირებისას არ განიცდის ნხატვრულ დანაკარგს.
       „მიხა“და „ჯილდო“ პირველი ფილმებია,რომლებშიც მწერლის სული,მისი ეროვნული მსოფლმხედველობა იქნა შენარჩუნებული და იმგვარი ფილმებია,რომლებიც პროზას კინოსთვის ორგანული ენით გადმოსცემენ.
      „ქალის ტვირთის“ინსცელირების ავტორი თავად თემურ ჩხეიძე იყო.ეს ინსცერილება უდავოდ არის ნიმუში იმისა,თუ როგორი გრძალვით ეპყრობა რეჟისორი მწერლის ტექსტს.ლიტერატურული თეატრისა და დრამატული წარმოდგენის ელემენტების სინთეზი ინსცენირებისას მწერლისადმი ერთგულების სინთეზი იყო და პროზის აუდიოვიზუალურ ტექსტად ინტერპრეტერებისაც.რუსთაველის თეატრის „ქალის ტვირთის“ შემთხვევაში თავშივე ხდება ორი შემოქმედის-მწერლისა და რეჟისორის პოზიციათა თანხვედრა:მარადიული ღირებულებების,პერსონაჟთა ფსიქოლოგიური წიაღსვლებისა და ამით განპირობებული ქმედების მიმართ.


       „მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ მწერლის იმ თხზულებათა რიცხვს მიეკუთნება,რომელიც იმთავითვე გახდა როგორც საზოგადოების,ასევე რეჟისორების ყურადღების ობიექტი.რით გამოირჩევა მიხეილ ჯავახიშვილის ეს რომანი და რატომ არის ეს თხზულება ესოდენ საინტერესო მასალა აუდიოვიზუალური ხელოვნებისათვის?
       მიხეილ ჯავახიშვილმა ჯაყოს ხიზნის სახით კრებითი სახე შექმნა-პერსონაჟი,რომელიც ყველა ეპოქაში ერთნაირად საშიშია.ისინი დროის ყველა მონაკვეთში არსებობენ და აუდიოვიზუალური ხელოვნებისათვის,როგორც სიმბოლო ძალადობისა,უაღრესად საინტერესო სახეს წარმოადგენენ.რომანში შექმნილი სამივე ანტიგმირი არის სახე-იდეა: მარგო დაპყრობილი საქართველოს სიმბოლოა,თეიმურაზი-უნიათო ქართველობისა,რომელიც თავის საუნჯეს ვერ გაუფრთხილდა,ხოლო ჯაყო კი უცხოტომელი მოძალადის კრებითი სახეა.


    რეჟისორ თემურ ჩხეიძის შემოქმედება ყოველთვის გამოირჩეოდა კონცეპტუალური აზროვნებით,სადაც ქართველი ხალხის,დაპყრობილი ერის სატკივარი იყო ასახული.ამ სატკივარის გამოსახატად რეჟისორმა მიხეილ ჯავახიშვილის პროზას მიმართა და იმ წლებში ორი მაღალ-მხატვრული ტელესპექტაკლი, “ჯაყოს ხიზნები“ და „თეთრი კურდღელი“ შექმნა.აგრესიული საზოგადოების რეაქცია ტელესპექტაკლ “ჯაყოს ხიზნებზე“ დაახლოებით იმგვარი იყო,როგორც თავის დროზე მიხეილ ჯავახიშვილის რომანის მიმართ.
  ორივე სპექტაკლის მხატვარი მირიან შველიძეა.