რამდენად ხშირად დადიხართ მუზეუმში?

მეგობრები და მიმოწერა


   იოსებ იმედაშვილი ჩემი ქართულის ნათლიაა.სანამ „ცნობის ფურცელში“ დავიწყებდი მუშაობას,ჩემი ქართულის მასწავლებელი იოსები იყო.პირველად იმან წაიკითხა ჩემი პირველი მოთხრობა „ჩანჩურა“ და იმანვე გამაგზავნა „ცნობის ფურცლის“ რედაქციაში.
    1929 წელს,როდესაც იოსებმა „უცხო ენათა ლექსიკონი“ გამოსცა,თავისი წიგნი მიხეილს აჩუქა წარწერით: „სამშობლო ენის ოსტატს,ჩვენი ყოფა-ცხოვრების გრძნეულ ამსახველსა და მის მანკიერებათა ჯვარზე გაკრობით ბრწყინვალე მომავლისაკენ გზის გამკაფველს -ჩემი სიყრმის მეგობარს_მიხეილ ჯავახიშვილს_სიყვარულით.იოსებ იმედაშვილი.15.III. 1929 წ.
მიხეილ ჯავახიშვილი - სერგო კლდიაშვილისადმი
ძმა სერგო!
გუშინდელმა ამბავმა მეტად ამაღელვა, - უფრო კი იმ საზიზღარმა ჭორმა, ვითომ მე მეთქვას უაზრო და უმსგავსი რამ შესახებ ხაზინის გაყვლეფისა. ამას მე ვერ ვიტყოდი თუნდაც იმიტომ, რომ „მნათობის“ ხარჯებს ხაზინა კი არ ჰფარავს, არამედ ჟურნალის შემოსავალი. ეხლა მომაგონდა ერთ-ერთმა დამსწრემ ამ ბაასში ჩაურთო: ყველაფერი რომ ორჯერ ვბეჭდოთ, ხაზინაც ვერ გაუძლებს ასეთ ხარჯებსო“. მე გთხოვთ ბატონო სერგო,ერთხელ კიდევ გამოჰკითხოთ ამამბავის მომტანს, მე ვთქვი თუ სხვა ვინმემ ზემოხსენებული?
  ეხლა თქვენს თანამშრომლობაზე. მე ვიმეორებ : თანახმად ჟურნალის წესებისა, შეიძლება ნახევრამდე მასალა დაბეჭდილი ყოფილიყო სადმე (გაზეთ „მუშა“-ში), როგორც ნაწყვეტები, აქეთ-იქიდან ამოკრეფილი მეც ხშიდარ მთხოვენ ასეთ ნაწყვეტებს, მაგრამ სამიოდე წელიწადში სამიოდე ნაწყვეტი მივეცი 1 ან 2 გვ. ასე რომ ვიანგარიშოთ, თქვენ ჩემზე და გრ. რობაქიძეზე მეტი გეძლევათ. მაშასადამე, თქვენ ვერ მოგთხოვთ, რომ სხვაგან დაბეჭდილი, თუნდაც ოდნავ შევსებული, მეორედ დაბეჭდოს. ეს თქვენც დამიდასტურეთ. დარჩა ერთად ერთი გზა: ყოველ ცალკე შემთხვევაში თქვენი მასალა შევადაროთუკვე დაბეჭდილს და „ვივაჭროთ“ ლაპარაკიც მხოლოდ ამაზე იყო. იმედია, დამეთანხმებით, რომ ამ საქმეს სხვანაირად ვერც შევხედავდით.
   დასასრულ, ორში ერთი: ან თქვენ გჯერათ, რომ მე არაფერი მითქვამს „ხაზინაზე“, ან არ გჯერათ. თუ გჯერათ. ჩემისიმართლე, ჩვენი ურთიერთობა არ უნდა შეირყეს; თუ არ გჯერათ - გულში სამუდამოდ დამრჩება დაუმსახურებული წყენა. ყოველ შემთხვევაში, გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი ბოდიში და სალამი.
პატივისცემით მ. ჯავახიშვილი
10.III.26   

მიხეილ ჯავახიშვილი - გალაქტიონ ტაბიძისადმი
ტფილისი, 3.IV. 1927.
ძმაო გალაქტიონ!
            მოულოდნელად წახვედი ტფილისიდან. ვეღარ  მოვასწარი შენთან დაწვრილებით მოლაპარაკება. აქამდე ვიყავით დაუსრულებელ რჩევა-ბაასში. შენც დაგვჭირდი, მაგრამ უკვე წასულიყავი. ეხლაღა გავათავეთ. გვაკლია მხოლოდ წესდება და შენი პასუხი. მერე წარვუდგებით სადაც ჯერ არს, და ძალიან გვსურს, რომ იმ დღისთვის შენგანაც მოგვივიდეს თანხმობა. გიგზავნი დეკლარაციას. ეს არის საბოლოო ტექსტი. შენიანად 14 ვიქნებით. ყველას გვიცნობ: მე, გერონტი, სანდრო, ლეო, შალვა დადიანი, კაპანელი, ჭიჭინაძე, მეტრეველი, მოსაშვილი, გორგაძე, ქავთარაძე, ტატიშვილი და სულიაშვილი. ჯერ ოფიციალურად არ გამოვჩენილვართ , მაგრამ გახმაურებამ დიდი ჩოჩქოლი გამოიწვია მწერლებში. საზოგადოებაც ძალიან დაინტერესდა. უმთავრესი დუღაბიც ძმობა და პატივისცემა მრავლად დაგვიგროვდა, მუშაობის გეგმას დაწვრილებით მერე გაგაცნობთ, როცა დაბრუნდები. პირველ რუგში მიდის ალმანახის გამოცემა. მასალებს უკვე ვაგროვებთ. იმედია შენც დაიჭექებ ძველებურად. ველით მოუთმენლად ორიოდე ლექსს - მყივარსა და მქუხარეს. თუნდაც ლირიკა იყოს შენი სახელი და ოსტატური ხელი ყოველივეს მოერევა. მაშ ასე ჯერ საჩქაროდ დააბრუნე ხელმოწერილი დეკლარაცია, რომელსაც გიგზავნი. ეს არის ჩვენი უკანასკნელი სიტყვა. მერე ჩაუჯექი წერას და მალე გამოგზავნე. ალბად დაწერილიც გექნება  -  გამოაყოლე. ოღონდ გთხოვთ ყველანი, ეს დეკლარაცია არავის წაუკითხო. პირველად ალმანაჰში გამოვა. დარწმუნება აღარ გინდა. ცხადია, შენც გაიგე საბოლოოდ, რომ განზე სიარული დავიწყებას უდრის . ერთმანეთი უნდა გავიტანოთ ყველგან და ყველაფრით, თორემ უპატრონო ქათმებივით შეგვჭამენ. მეტი გზა არ არის, ეპოქის ნაბიჯს უნდა ავყვეთ.
    კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ქაღალდი ვერ დაიტევს დაბრუნდები დაგაიგებ. ისე არ შევხვდებით ერთმანეთს არიფები, რომ შენც არ გაგიხსენოთ. ამბობდი თურმე ორ კვირაში დავბრუნდებიო. ორი თვეც გადის, ამბავიც არ გვესმის. ერთი წერილი მაინც მოგვწერე  ამ მისამართით: ელბაქიძის ქ. (ვერის დაღმართი) #21, მიხ. ჯავ-ლს (დაკვეთილი).
       აბა კარგად იყავი. დაბრუნდი განკურნებული. ყველანი გითვლით არიფულ სალამს და აქედან გიწვდით ძმურ ხელებს.
              
                               შენი ძმა და მეგობარი მიხეი ჯავახიშვილი.
ლევან ლეონიძე -მიხეილ ჯავახიშვილისადმი
ქალ. ნოვო-სიბირსკი. 4/9. 25.
ძვირფასო ძმაო მიშა!
        გულითადი სალამის შემდეგ, დიდ მადლობას მოგახსენებ მოკითხვისათვის. შენმა
წერილმა ძალიან მასიამოვნა, მაგრამ იმავე დროს ამაღელვა და დამაღონა. სამი დღე და ოთხი ღამე გზაში ვიყავი და დღეს ჩამოველ ნოვო-სიბირსკში. შენმა სამმა წიგნმა სამი ბედნიერი დღე მომანიჭა, მაგრამ იმავე დროს სამი დიდი იარით დამიდაღა გული. ნუთუ  სამართლიანია, რომ ამ წიგნების ავტორს ცხოვრება უჭირდეს ნუთუ „თეთრი საყელოს“ დამწერს მოსკოვში წამოსვლის ფიქრი უნდა ჰქონდეს თავში? ვაი ჩვენი ბრალი! არა ძმაო, წინ ილია და ყაზბეგი მიგიძღვიან და უკან ვისრამიანი მოგტირის და ნუთუ ასე უბრალოდ უნდა დაჰყარო ფარ-ხმალი?! როცა შენ კერძო კაცი იყავი, მაშინ შენი თავი შენვე გეყუდნა და ყველაფრის გაკეთების უფლება გქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შენ საქართველოს სალაროში გადახვედი, შენ ჩვენ გვეკუთვნი და შენი თვითოეული ნაბიჯი ტყვეს ნაბიჯია. ილიას შემდეგ დაილექა ჩვენმა ცხოვრებამ და მხოლოდ შენ წაგვჭიდე ყურში ხელი და სარკესავით დაგვანახე ჩვენი არსებობის ნალექი და ნუთუ შენც გაქვს უფლება კერძო პირსავით იფიქრო და იმოქმედო? სახელმწიფო თუ ღარიბია, მაშინ ჩვენ უნდა ვიღონოთ და თუ ჩვენც არ ვვარგივართ,მაშინ აფსუსია და ბრალია მწერლის ფიქრი ჩვენზე. „თეთრი საყელო“-ს დამწერს გენიალიბა ფრთებსა სცემს მხარზე და უკვდავება ეხვევა ყელზე და ცუდი არის სულით დაცემა. შენ იმით ხარ ჩვენზე დიდი, რომ კრიზისები ყოველნაირი არარავდებიან შენ კალმის წვერზე. დიდი ხარ და ფართედ იფიქრე და დიდათაც მაპატიე ასეთი ჩემი გაკადნიერება. რაც გინდა სიღარიბემ დაგიკაკუნოს კარზე,კარს ნუ გაუღებ და კალამი ხელიდან არ გაუშვა, რადგანაც შენ ეყრი საძირკველს უყრი ახალ ეპოქას. შემდეგ-შენ გინდა, რომ წიგნები სრულად გამოსცე და ამიტომ უნდა მოსშორდე იმ მშობლიურ წყაროს, რომელიც გიპოხიერებს მადლიან კალამს. არჩილის, საბას და სხვათა სავანესკენ მივისწრაფვით, მაგრამ ხომ იცი, რომ მათი საფლავები დღედაღამ გაჰკივიან და გვაფრთხილებენ, არ მოშორდეთ მშობლიურ მიწას. მართალია კარგია მსოფლიო ბაზარზე გამოსვლა, მაგრამ ჯერ შინაური მოთხოვნილება დააკმაყოფილე. ამათ ბევრი ჰყავთ, ჩვენ კი მარტო - შენ.  შენ იწერები მასალა ულეველიაო. ჯერ სადაა ჩვენი ჩვენი მასალის ამოწურვა სხედან და გელოდებიან რომანტიკი ფშაველი, რომელიც ტარიელივით გამიჯნურებულია თავის ცხვართან; ქიზიყელი რომლის ყოფა თრიალეთის მთაზე შიშს სცემს ოსმალოს ყაჩაღებს; ჭკვიანი და დარბაისელი თუში; წმიდა გულიანი გარე-კახელი და ათასი სხვა. საქართველოში მაშინ დაილევა მასალა, როცა მზე დაბნელდება. საქართველოს ხავსში ცეცხლად ჩაჰვარდა და ნუ ჩაჰქრები. მე კარგად მესმის, რომ უფულოდ ძნელია ცხოვრება, მაგრამ გულს ნუ გაიტეხ,რადგანაც ქვეყანა გიყურებს.როგორმე მაცალე ორი თვე და თუ ცოცხალი ჩამოველ, ან მე მოგცემ ფულს საკმაოდ ან ისეთ რამეს               მოვახერხებ, რომ უსათოოდ პროფესიონალ მწერლად იცხოვრო.
    თუ მაინც და მაინც არ დაიშლი და მოისურვებ მოსკოვში წამოსვლას,მაშინ ეგ ადვილი საქმეა.გოგია ისეთ დროს ჩამოვიდა,როცა უკვე გზაზე ვიდექი. ღმერთი მოწამეა, ავტომობილით გავიქეცი „გოსტორში“, მაგრამ თავმჯდომარე იქ აგარ იყო. თუ გინდა, აქედან მოვწერავ, მაგრამ, თუ მოიცლი, ვიდრე მოსკოვში ჩავალ.

გერონტი ქიქოძე-მიხეილ ჯავახიშვილისადმი
1
ძვირფასო არიფო მიხეილ
         წერილის პასუხი დაგიგვიანე,მიტომ რომ შალვა დადიანი ავად ყოფილიყო და მხოლოდ დღეს შემხვდა.მოველაპარაკე არიფულად: მან მითხრა,რომ „კვაჭის“გადაკეთებას დიდი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ „პროლეტკულტის“ გამგესთან, კანდელაკთან, ჰქონია მას ამის შესახებ მოლაპარაკება, რომელიც მხოლოდ ამ დაწესებულების ლიკვიდაციის გამო შემწყდარა. პიესა შალვას მოსკოვში დაუმთავრებია შარშან და ამის შესახებ შენთვის წერილებში უცნობებია კიდეც.შემდეგ ტფილისში ჩამოსვლისას პიესა ახმეტელისთვის გადაუცია, მას მოსწონებია, როლები გაუნაწილებია და მომავალი სეზონის რეპერტუარში შეუტანია კიდეც. ასე რომ ახლა ამ პიესას აკადემიური დასი ამზადებს ბორჯომში. ამის შესახებ გაზეთებში ყოფილა ცნობა ორიოდე თვის წინ,ასე რომ შენთვის ეს ამბავი მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. ასე რომ ამ ჟამად  საქმის შებრუნება ძნელია: ყოველ შემთხვევაში შალვაზე აღარ არის დამოკიდებული,რადგან დასიც მუშაობაშია გაბმული.თუ შენ „გაგრძელებას“ სწერ, მე მგონია, რომ შალვას პიესა ხელს არც შეგიშლის აგრე რიგათ.
         მიწიშვილსაც ველაპარაკე შენს შესახებ. ორშაბათისთვის ფულის გამოგზავნას შემპირდა; მაგრამ შაბათს კახეთში წავიდა და დღემდე არ დაბრუნდება, არ ვიცი შეასრულა თუ არა თავისი დაპირება. ყოველ შემთხვევაში, პირველ შეხვედრისთანავე კიდევ მოვაგონებ. კოლიას წერილი შევუტანე, არავინ დამხვდა, ბაკურიანში წასულან კიდეც. არიფები თითქმის ყველანი აქ არიან. ტფილისში გრილი დღეები დაიჭირა, ისე კი მოწყენილობა და სიცარიელეა. თუ მოვახერხე, ბაკურიანში გესტუმრები, მაგრამ შეიძლება მანამდე თვით შენ ჩამოხვიდე ტფილისში. ვიცი, ძმაო, ფული შემოგაკლდება, აქ კი ქრისტიანი კაცი არ არის, თუ კბილებით და მუშტებით არ იბრძოლე. მომიკითხე პატივისცემით ქ. ლუბა და შენი მშვენიერი ქალი.

   მეგობრული სალამით გერონტი ქიქოძე
19.VII.1927



2
ძმაო მიშა

შენი საყვედური არ არის სამართლიანი. ცემში ერთი დღით ამოვედი, საღამოს ისევ ქვიშხეთში დავბრუნდი,დრო არ მქონდა და ბაკურიანში წამოსვლა მოუხერხებელი იყო.ახლა მაქეთ გამომგზავრება კი სანდროსა და ჩემთვის შეუძლებელია:სანდროს ხვალ თუ ზეგ ცოლშვილი ქობულეთში გადაჰყავს,მე კი საბოლოოდ დავბრუნდა ტფილისში,სამუშაო მაქვს და თავს ვეღარ დავაღწევ.მე მგონია,რომ ჩქარა გვესტუმრები.“კურკას ქორწილის“ შესახებ სახელგამში მივაკითხე: კ.მიწიშვილმა მითხრა,რომ მიშამ ეს მოთხრობა თითქოს შესწირა მწერალთა კავშირს და ესეც არ იყოს,ახლა ფული სრულიად არ გვაქვსო.“პროგრესშიც“ვაჭრობის შეჩერებას უჩივიან ზაფხულის თვეებში.
    მოსკოვიდან შენი წიგნი უკვე ჩამოვიდა.1მ.50კაპ.იყიდება ყდაში:კარგი გამოცემაა.
    „არიფიონი“ჯერ არ შეკრებილა.ყველანი გაფანტულნი არიან:შენს ჩამოსვლამდე არაფერი იქნება.
                              მეგობრული სალამით გერონტი ქიქოძე.
        მომიკითხე დიდი პატივისცემით ქალბ.ლიუბა,ხოლო შენს ქალს ჩემ მაგიერ თავზე აკოცე.10.09.1927.
         p.s. საშა ახმეტელს შენი „ივერიუმი“ძალიან მოსწონს: ამ ბოლო წლებში ქართულად ასეთი პიესა არ დაწერილაო.ჯერ კიდევ ცოტათი მოთხრობის სტილის გავლენა ეტყობა,მაგრამ შემდეგ ამ გავლენისგან განთავისუფლდებაო.მხოლოდ ვურჩევ კვაჭის სახელი შესცვალოს,ეს სრულიად დამოუკიდებელი ნაწარმოებიაო.


·                1906 wels sazRvargareT gamgzavrebaSi mixeils da mis megobrebs filipe gogiCaiSvilma Seuwyo xeli, man did mecenat zubalaSvilTan uSuamdgomla mixeils, romelmac 75 maneTi dauniSna. gogiCaiSvilma gamgzavrebis win aseTi darigeba misca mixeils : ,,ai, Sen mixval evropaSi. gezi pirdapir parizSi gqondes, daaweqi ekonomiur mecnierebaTa Seswavlas. ar moiqce fuqsavatad Cveni Citirekia studentebisaviT, romlebic erT-or ,,divli dalales’’ dasweren da ukve poetebad moaqvT Tavi. gveyofa! amdeni poetebiT gveRupeba saqarTvelo. Cven iseTi kacebi gvinda, romlebic eris xerxemlis gamagrebaze ifiqreben’’.
·         ,,1907 w. evropidan droebiT davbrundi saqarTveloSi da ,,isris’’ redaqciaSi daviwye muSaoba. 30 agvistos, 8-9 saaTze ilias mokvlis ambavi gavigeT. borotmoqmedeba imdenad sazareli iyo, rom jer ar davijereT, magram SuaRamisas yovelgvari eWvi ukve gaifanta. meore dRes avedi saguramoSi. arasodes damaviwydeba is Rame, _ igonebs mixeili, _ sxvebma damaswres da loginebi dairiges. darCa mxolod erTi baliSi, ilias sisxliT mosvrili baliSi, romelic mokvlis dros zurgs ukan edo. bevri yoymanis Semdeg Zlivs gavbede: is baliSi, kaklis qveS wyarosTan davde, sadac mravali dauviwyari saaTi mqonda gatarebuli, zed cxvirsaxoci davafare da fsiqiurad datanjulma da fizikurad daqanculma yivilisas Zlivs CaviZine’’. advili warmosadgenia mixeilis sulieri mdgomareoba im sabediswero Rames: is fiqrebSi acocxlebda bavSvobaSi gatarebul bednier dReebs, ilias saxes, mis dReobebs da guli mtkivneulad ekumSeboda. maSin xom bednieri iyo, mSoblebi cocxali hyavda. maTi sikvdilis Semdeg es ambavi misTvis mwvave asatani gaxda. is misi sulis mesaidumle da Tanamoziare iyo, amitom mas gulSi kidev erTi Wriloba gauCnda, romelic ar Sexorcdeba sicocxlis bolomde. TiTqos raRac simboluri iyo, rom im Rames mixeils ilias sisxliani baliSi ergo. maT xom ramdenadme erTnairi bedi gaiziares.
·         1935 wels duSeTSi dasasveneblad yofnis dros, mixeil javaxiSvili Sexvda daviT kobiaSvils, im dros duSeTis skolaSi maswavleblad muSaobda. mamas adreve gagonili hqonda, rom 1907 wels, swored am kobiaSvils, duSeTis mazris gamomZiebelTan Tarjimnad umuSavnia, ilia WavWavaZis gvamis gakveTas daswrebia da uSualo monawile gamxdara mkvlelobasTan dakavSirebul gamoZiebisa. mamam isic kargad icoda, rom ilias gvamis gakveTis dros gulidan amoRebuli tyviebi swored daviT kobiaSvilma Seinaxa. kobiaSvilma pativiscemis niSnad tyviebi mixeils gadasca. mixeili yvelas aCvenebda am kolofs, da masTan dakavSirebul ambavsac uambobda. ori wlis Semdeg giorgi leoniZem ilia WavWavaZis dabadebis 100 wlisTavisaTvis iTxova es tyviebi, romelmac mudmivi adgilsamyofeli im droidan ilia WavWavaZis saxl-muzeumSi daimkvidra. mkiTxvelebma ki dRemde ar ician, Tu ra gza ganvlo am tyviebma, sanam saguramos daubrundebodnen. arc is iyo cnobili, rom mixeili ori wlis manZilze am tyviebs saTuTad, Tavisi saweri magidis ujraSi inaxavda.